შსს-ს ცნობით, რაჭაში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის
ცხედარი იპოვეს.
პრეს-სამსახურის განცხადებით, ცხედრები მიწის მასის დამუშავებისას
ნახეს.
დაღუპულის შესახებ ცნობა თავდაპირველად „მთის ამბებმა" გაავრცელა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა შოვიდან ადამიანების ევაკუაცია
რამდენიმე საათის წინ დაიწყეს.
ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. შინაგან
საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე
მოქალაქე გამოიყვანეს.