გორის ,,დილამ'' 3 აგვისტოს, კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო
ეტაპის საპასუხო მატჩში უკრაინის "ვორსკლას" მოუგეს ანგარიშით
3:1.
ორი შეხვედრის ჯამშიც იმარჯვეს - 4:3 და მესამე ეტაპის საგზური
მოიპოვეს.
გორის "დილა" საქართველოს ერთადერთი საფეხბურთო კლუბია, რომელიც
ევროპის საკლუბო ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს.