საქართველოში შოვის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულებს
გლოვობენ.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სამთავრობო შენობებსა და საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
3 აგვისტოს რაჭაში, შოვის კურორტზე ღვარცოფი მოვარდა.
7 აგვისტოს მონაცემებით, დაღუპულია 18 და დაკარგულია 16 ადამიანი.