შსს-ს ცნობით, რაჭაში სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 % გადამოწმებულია - ეძებენ 8 დაკარგულს
დღევანდელი მონაცემებით, რაჭაში სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 %
გადამოწმებულია. ეძებენ დაკარგულ 8 ადამიანს.
ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სამძებრო
სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე
მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.
შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00
საათზე განვითარდა. დღემდე ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი.