ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონაში მცხოვრებნი ხიდის განათებას
ითხოვენ.
ხიდი მდინარე მტკვარზეა გაკეთებული. ადგილობრივი მცხოვრებნი სწორედ ამ
ხიდით უკავშირდებიან მუნიციპალიტეტის ცენტრს და მთავარ
მაგისტრალს.
მოსახლეობას ღამის პერიოდში არასაკმარისი ხილვადობის გამო ხიდზე
გადაადგილება უჭირს - აღნიშნავენ ხაშურის მერიაში.
ხაშურის მერიის ცნობით, ხიდის განათების მოსაწყობად ტენდერში ორჯერ
გამოაცხადეს, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო.
ამჯერად, მერია ტენდერის გარეშე შეეცდება კომპანიის მოძიებას.
ფოტო:
ვილა-რბონა