საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძღოლს, რომელიც
ქვეითთა გადასასვლელზე ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა, 4-წლიანი
პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ 2023 წლის 6 ივლისს
მიიღო. იგივე პოზიცია ჰქონდა გორისა და სააპელაციო სასამართლოებს.
ავტოსაგზაო
შემთხვევა გორში 2021 წლის 21 ივნისს საღამოს
დაახლოებით 21:40 სთ-ზე მოხდა.
პროკურორ ია მეფარიშვილის განცხადებით, მძღოლმა დაარღვია ,,საგზაო
მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე
პუნქტის მოთხოვნა და ქვეითთა გადასასვლელზე შეეჯახა ველოსიპედით
მოძრავ ადამიანს. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი
გადაიყვანეს საავადმყოფოში. თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ 2021
წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა.