სურამში ყოფილი სანატორიუმის შენობა დაიწვა.
როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ხანძრის ჩასაქარობადა
სახანძრო-სამაშველო სამსახურს დიდი დრო დასჭირდა.
,,ადგილზე მობილიზებული იყო მთელი შიდა ქართლის სახანძრო მანქანები.
ეს შენობა თითქმის მთლიანად ხის მასალისგან იყო გაკეთებული, ამიტომ,
ვიდრე ბოლომდე არ დაიწვა, ვერც შეძლეს ჩაქრობა'' - წერენ
ადგილობრივები.
სანატორიუმი ჩუმათელეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მოსახლეობის
ცნობით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
ყოფილ სანატორიუმის შენობაში არავინ ცხოვრობდა.