,,მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის'' - საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, მატარებლების მოძრაობა
შეფერხებული არ არის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დროებით იყო შეფერხებული
თბილისი-ბორჯომის, ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ბათუმის
მატარებლები.
დღეს დილით გამთენისაას, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის
მიმდებარედ, ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა.
,,ქვათაცვენის ადგილზე, მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი
სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტური დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება
მძიმე ტექნიკის მუშაობის და გაწმენდითი სამუშაოების მეთოდოლოგია.'' -
აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.