გორის ,,დილა'' უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო
განმეორებით მატჩში კვიპროსში ,,აპოელთან'' 1:0 დამარცხდა.
,,მადლობა მთელ საქართველოს გვერდში დგომისა და
გულშემატკივრობისთვის'' - ასე გამოემშვიდობა გუნდი ევროპულ
ტურნირს.
გულშემატკივრები პირდაპირი ტრანსლაციის საყურებლად გორის თეატრის
ეზოში იყვნენ შეკრებილნი.
მანამდე ,,დილამ'' ორი ეტაპი წარმატებით გადალახა. ჯერ 3
აგვისტოს, კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო
მატჩში უკრაინის "ვორსკლას" მოუგეს ანგარიშით 3:1.
ორი შეხვედრის ჯამშიც იმარჯვეს - 4:3 და მესამე ეტაპის საგზური
მოიპოვეს.
პირველ ეტაპზე კი, 20 ივლისს, გორში ,,დილამ'' 2:0 დაამარცხა
სლოვაკეთის ,,დუნაისკა სტრედა''.
კოფერენს ლიგა - 2021 წლის ზაფხულში შეიქმნა და ევროპულ ტურნირს.
ფორმატით ის ჩემპიონთა ლიგის ანალოგად ითვლება.
ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით.
კონფერენს ლიგა ევროპაში რანგით მესამე ტურნირია ჩემპიონთა ლიგისა და
ევროპა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია დამოკიდებულია მათ
შედეგებზე ეროვნული ლიგისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.