გორში ,,დილას'' სტადიონზე ჩატარებული ორი მატჩი საქველმოქმედო
იქნება.
გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა 20 წლის ფეხბურთელის, ნიკა
შუბითიძის დასახმარებლად გადაირიცხება.
როგორც ,,დილას'' ადმინისტრაცია იუწყება, საქველმოქმედი იქნება 25
აგვისტოსა და 29 აგვისტოს თამაშები.
დღეს 25 აგვისტოს ,,დილა'' ხვდება ,,შუქურას'', ხოლო 29 აგვისტოს
,,დინამო - თბილისს''.
20 წლის ფეხბურთელს ნიკა შუბითიძეს სქოლიოზის დიაგნოზი დაუსვეს და მას
თურქეთის კლინიკაში ესაჭიროება მკურნალობა.