ოჯახში ძალადობის ბრალდებით გორში პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებული დაკავებულ იქნა
ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან 6 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ. რომელმაც
2023 წლის 2 ივლისს, ქ. გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
მოქალაქეს.
საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის
ბრალდება წარუდგინა.