ახალგორში მცხოვრები ხანდაზმული და მარტოხელა მოქალაქეების ნათესავები
მიიღებენ საშვებს.
ხადაზმულთა და მარტოხელა ადამიანების ნათესავებს, ამ საშვების
საშუალებით, შესაძლებლობა ექნებათ, გადაკვეთონ მოსაბრუნის
(რაზდახანის) გამშვები პუნქტი.
საშვების საკითხის შესახებ დღეს ცხინვალში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის
განცხადებაშია აღნიშნული, ნათესავებს უფლება აქვთ მიიღონ ერთჯერადი
საშვი, იმისათვის, რომ დაეხმარნონ თავიანთ ნათესავებს საყოფაცხოვრებო
და ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში.
საშვები 3-თვიანი იქნება. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი
დაევალა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს
მდივანს ანატოლი ფილიევს (პლიევს).
რაც შეეხება სხვა პირებს, როგორც ცნობილია, გამშვები პუნქტის
გადაკვეთა მათ ყოველი თვის ბოლოს, 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ.