გორის მუნიციპალიტეტის მერია100% - იანი სახელმწიფო გრანტის მქონე
სტუდენტების დააჯილდოებას გეგმავს.
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 4 ოქტომბერს იწურება..
ინიციატივა ეხება სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებულების ორ
კატეგორიას:
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და
კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი ) იმ ახალგაზრდებს,
რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა;
დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა
წარმოადგინონ:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- ცნობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოდან (რეესტრი);
- სწავლის დამადასტურებელი ცნობა საჯარო ან კერძო სკოლიდან;
- ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
- საბანკო ანგარიშის ნომერი.
- დევნილის სტატუსის შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი
მისამართის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოთ სსიპ დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარესებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული
სამმართველოდან (ქ. გორი, სამების #1);
მერია წარმატებული სტუდენტების წახალისებას „საგანმანათლებლო,
კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და
დაჯილდოვების 2023 წლის პროგრამის“ ქვეპროგრამის ,,სკოლისგარეშე
განათლების ხელშეწყობა და დაფინანსება/თანადაფინანსების" ფარგლებში
გეგმავს.
საკონტაქტო პირი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების
განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბერიანიძე - 599 85 17 47;