ფეხბურთელი ტიერი გეილი ,,დილადან'' ავსტრიულ გუნდში გადავიდა. ვენის
,,რაპიდმა'' ის 660 000 ევროდ შეიძინა.
როგორც ,,დილას'' ადმინისტრაციაში განაცხადეს,
ტრანსფერის გადახდა მოხდება ეტაპობრივად 2023-2025 წლების
სეზონებში.
,,ტიერი ჩვენმა გუნდმა უფასოდ დაიმატა ჰონვედ ბუდაპეშტიდან, რომელიც
მიიღებს მნიშვნელოვან თანხას ამ ტრანფერიდან, რადგან ჰონვედმა
შეინარჩუნა უფლებები მომავალი გაყიდვიდან.'' - წერია
განცხადებაში.
ეს ყველაზე დიდი ტრანსფერი იქნება ქართული კლუბისთვის ბოლო ათწლეულის
განმავლობაში.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტიერი აღმოაჩინა საერთაშორისო
სკაუტურმა პლატფორმამ "STARI", რომელიც მუშაობს გორის დილასთვის და
ასევე ექსკლუზიურად ისრაელში, ისრაელის ჩემპიონის მაკაბი
ჰაიფასთვის.
,,სტარიმ წარსულში ,,დილაში'' სხვა გამორჩეული ლეგიონერები მოიყვანა,
მათ შორის ლეანდრო რიბეირო და უსმან კამარა.'' - წერია
განცხადებაში.
ტიერიმ 74 მატჩში, 16 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის
ბარბადოსიდანაა. (ვესტ-ინდოეთი)