ახალი ამბები
ღვარცოფმა ხოკერაანთუბნის ხიდი მოწყვიტა - 50 ოჯახი გზის გარეშე დარჩა
2023 წლის 3 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის გამო სოფელ გუდალეთში მდინარე გუდალურამ მოწყვიტა ხოკერაანთ უბანთან დამაკავშირებელი ხიდი და გზა.

როგორც კავთისხევის თემის წარმომადგენელი მიხეილ კელაპტრიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე 50 ოჯახი მისასვლელი გზის გარეშეა დარჩენილი.



,,დაზიანებულია ასევე სოფელ გულალეთის სასმელი წყლის სამივე სათავე ნაგებობა, შემკრები ჭები და სოფლთან მისასვლელი ქსელი. მოსახლეობა დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე'' - აცხადებს კელაპტრიშვილი.



კასპის მერმა გუდალურას ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ჯგუფი შექმნა. მერიის ცნობით, პირველ რიგში ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

 

Print