ახალი ამბები
გორში ყოფილ ნარკოლოგიურ ცენტრის შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებისთვის საერთო აბანო შენდება
გორში სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის საერთო აბანო შენდება.

აბანო ყოფილი ნარკოლოგიური შენობაში მცხოვრებ ადამიანებისათვის იქნება განკუთვნილი.

სამუშაოებისთვის 438 000 ლარი დაიხარჯება. ობიექტის მშენებლობა 3 თვეში უნდა დასრულდეს.

გამარჯვებული კომპანიაა ,,ბილდკინგსი''.



სახალხო დამცველის ცნობით, საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

2023 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გორის სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. სახალხო დამცველი შეხვდა მცხოვრებლებს, გაეცნო მათ პირობებს, დაათვალიერა შენობა.

ამავე დროს, გორის მერიამ ყოფილ ნარკოლოგიურ შენობაში სველი წერტილების რეაბილიტაციას გადაწყვიტა, რასაც შენობაში მცხოვრებ ადამიანებს შორის, უკმაყოფილება გამოიწვია.

მოსახლეობა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოების დაწყების უფლებას არ აძლევს.

სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ თუ შენობაში მოეწყობა სველი წერტილები და აშენდება აბანო, მათ სხვაგან აღარ გადაიყვანენ..

მათი თქმით, ნარკოლოგიური შენობა ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება.

რაც შეეხება მერიის პოზიციას, ამის შესახებ მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან შენობის მდგრადობის შესახებ, დასკვნა მიიღო. ამ დასკვნის მიხედვით, შესაძლებელია შენობის რეაბილიტაცია.



ჯერ კიდევ, 2023 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გორის სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. სახალხო დამცველი შეხვდა მცხოვრებლებს, გაეცნო მათ პირობებს, დაათვალიერა შენობა.

სახალხო დამცველის ცნობით, საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
Print