გამოვლინდა 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები.
ფინალისტებს შორის ორი პედაგოგი შიდა ქართლიდანაა. ესენი არიან ნინო
ნიპარიშვილი და ნინო ფსუტური.
ფინალისტთა სია:
- ქამრან
აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის
საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
- ინა
იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის
და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მარინე
კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს
ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ნინო
ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ
ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების,
მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ნინო
ფსუტური, გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის
მასწავლებელი.
ფინალისტებს შორის გამარჯვებულს 2023 წლის 5 ოქტომბერს, მასწავლებლის
საერთაშორისო დღეს დაასახელებენ, რომელიც ჯილდოს სახით 15 ათს ლარს
მიიღებს.
ხუთეულში გასული მასწავლებლები 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან.
ათეულის წევრები კი 2000 ლარს მიიღებენ საჩუქრად.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“
დააფუძნა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური
კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსი საქართველოში მეშვიდედ ტარდება.