ყინწვისის მონასტრის ჭერიდან წყალი ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაცია
კულტურის ყოფილ მინისტრს ნიკა ვაჩეიშვილს მიაწოდეს.
ვაჩეიშვილმა მოქალაქის მიერ გადაღებული ფოტო გაავრცელა და აღნიშნა,
რომ საჭიროა შესაბამისი რეაგირება.
,,მეუბნებიან, რომ ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში წვიმის დროს
ჩადის წყალი და ფრესკები სველია. საჭიროა ადგილზე ზუსტი დაკვირვება და
ნესტის რაოდენობის გაზომვა - უშუალოდ კედელზე. და თუ მართლა ასეა,
სახურავის შეკეთება. ახლადგადაღებული ფოტოა, სისველის ლაქები ჩანს.''
- აღნიშნავს ნიკა ვაჩეიშვილი.
სოციალურ ქსელში მოვძებნეთ სხვა ფოტოები, რომლებიც უფრო ადრინდელია.
მაგალითად, ერთი თვის წინ გადაღებულ ფოტოზე იგივე ადგილზე ჩანს
სისველე.
მონასტერში მცხოვრები ბერები საკითხის დაინტერესებას გააღიზიანა. მათ
ჟურნალისტებს ტაძრის დატოვება მოსთხოვეს.
რეალურად რა ხდება ყინწვისის მონასტერში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია.