გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო
შტაბი გახსნა. პირველი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ
შამუგია ესწრებოდა.
შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის
განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის
სუბსიდიას გასცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები,
რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ
ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო პროგრამაში, საქართველოს
მასშტაბით, 20-მდე საწარმო ჩაერთვება.
,,წელს, ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელია - 120 ათასი ტონა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ, 50 ათასი ტონა
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება.'' - აღნიშნავენ
სამინისტროში.
საკოორდინაციო შტაბში 40-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.
როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სიმონ
გულედანმა განაცხადა, გორში, საკოორდინაციო ჯგუფი ფერმერებს მოყვანილი
პროდუქციის რეალიზებას გაუადვილებს.