ახალი ამბები
ჟოზეფ ბორელმა გამყოფ ხაზთან პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა.

ეს მოხდა ხურვალეთის მიდამოებში.



,,რაც ემსახურება ჩვენი ადგილზე ყოფნის 15 წლის აღნიშვნას და ხაზს უსვამს საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობისადმი ევროკავშირის გრძელვადიან მხარდაჭერას.'' - აღნიშნავენ სადამკვირვებლო მისიაში.

პატრულირების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების ვითარების შესახებ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

,,ხურვალეთში, ბ-ნი ბორელი პირადად გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე „ბორდერიზაციის“ მახასიათებლების - მათ შორის ღობეების, მავთულხლართების და სათვალთვალო კოშკების უარყოფით გავლენას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს რთული გამოწვევები, რომლებიც წარმოიქმნება სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დახურვით ყოველი თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად მოუწოდებს გადაკვეთის ამ პუნქტების სრულად ფუნქციონირების განახლებისკენ. ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი მოსახელობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დონეს.'' - აღნიშნეს მისიაში. 





Print