ახალი ამბები
გომი-ხაშურის გზაზე ხე მოტყდა
15:39 / 10.09.2023
გომი-ხაშურის გზაზე არსებული ქარსაფარ ზოლზე ხე მოტყდა და გზის სავალ ნაწილზე დაეცა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი იუწყება, ხის წაქცევის მიზეზი ძლიერი ქარია.
მისივე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.