ა(ა)იპი შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური
სააგენტოს რამდენიმე დღეში დამატებით სამი მანქანა ეყოლება.
ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომელიც სააგენტოში
გაიმართა.
სააგენტოს შესყიდვების სამსახურის ცნობით, მანქანებს შეიძინენენ
ინდმეწარმე სოფიო კახიაშვილისგან. ჯამში დაახლოებით 50 000 ლარი
დაიხარჯება.
ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ამ დრომდე ორი მანქანა ყავდა, რომლითაც
რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გამოძახებაზე მიდიოდნენ.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიძახონ სააგენტოს
თანამშრომლები, მაშინ როდესაც მიუსაფარ ცხოველებს ჭირდებათ:
- სამედიცინო შემოწმება;
- პოპულაციის მართვა (კასტრაცია, სტერილიზაცია);
- ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
- პარაზიტებზე დამუშავება;
- დათაგვა (ყურზე მაგრდება ყვითელი ფერის საჭიდი.
აღნიშნული პროცედულების გავლის შემდეგ ცხოველი უბრუნდება ბუნებრივ
გარემოს.
სააგენტოში მუშაობს ცხელი ხაზი რომელიც მოქალაქეებს 24/7 საათის
განმავლობაში უწყვეტად ემსახურება ტელე: 595 33 55 08
მისამართი: გორი, შინდისის გზატკეცილი მე-2-ე კილომეტრი
გარდა ამისა, სააგენტოში მოქალაქეებს შეუძლიათ კერძო ვიზიტიც.