ხაშურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 42 ცალი მეორადი ბოძი
ხაშური-სურამის ეპარქიას დროებით გადაეცემა.
ამის შესახებ თანხმობა მერიამ საკრებულოსგან უკვე მიიღო.
განკარგულების მიხედვით, რკინა-ბეტონის მეორადი ბოძები ეპარქიას
თხოვების ფორმით გადაეცა.
როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ ბოძებს ეპარქია
მინისტრარის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიის შემოსაღობად
ჭირდება.
განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ბოძები ეპარქიამ 2023 წლის აპრილში
მოითხოვა. ეს ბოძები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხაშურის ერთ-ერთ
სოფელში კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად ჩამოიტანა.