გორის ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ლურჯი ავტობუსის ერთი ცალი
საბურავის ღირებულება 1000 ლარია.
ამის გამო, როგორც ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, მნიშვნელოვანია
საკუთარი შემოსავლების მობილიზება, რათა ქალაქში გამართული ტრანსპორტი
მოძრაობდეს.
აგვისტოში ტრანსპორტის სააგენტო საბურავების გამოცვლა 50 000 ლარი
დაუჯდა.
ასევე, შესყიდვების სამსახურის ცნობით, 30 000 ლარი დაჯდა იმ
ავტობუსებში კონდინციონერების დამონტაჟება, სადაც ან არ იყო, ან კიდევ
რეაბილიტაციას საჭიროებდა.