მერეთის სკოლის პედაგოგს ქეთევან შატაკიშვილს დამსახურებული
მასწავლებლის ჯილდო გადასცეს.
ამის შესახებ სკოლის დირექტორმა დღეს ეზოში შეკრებილ მოსწავლეებთან და
მშობლების თანდასწრებით განაცხადა.
როგორც მერეთის სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღირსეული
მასწავლებლის ჯილდო სკოლას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
გამოუგზავნა.
პროცესს ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი სიმონ გულედანიც.
მერეთი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ამ სკოლაში სწავლობენ იმ სოფლების
ბავშვებიც, რომელთა ტერიტორიაზე მავთულხლართებია გავლებული.