15 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სკოლებში 52
პირველკლასელი დაემატა.
ამის შესახებ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა
ტერმაკოზაშვილმა გვაცნობა.
მისი თქმით, ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც 1 ნოემბრამდე არიან
დაბადებულნი, ასევე, სხვა მუნიციპალიტეტებიდან გადმოვიდნენ ანდა
რეგისტრაცია გამორჩათ.
როგორც ნანა ტერმაკოზაშვილმა 14 სექტემბერს საღამოს გვაცნობა, გორის
მუნიციპალიტეტის სკოლებში 1540 პირველკლასელი იყო დარეგისტირებული. 16
სექტემბერს კი გვაცნობა, რომ ეს რაოდენობა გაზრდილი იყო 1592-მდე.
რაც შეეხება წინა წლებს:
2018 წელს - 1570 პირველკლასელი.
2019 წელს - 1550 პირველკლასელი.
2021 წელს - 1 765 პირველკლასელი.