ახალი ამბები
რუსულ - ქართულმა ბიზნესსაბჭომ ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის საკითხი დააყენა
რუსულ - ქართულმა ბიზნესსაბჭომ ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის საკითხი დააყენა.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსეთის ქართული დიასპორის'' (Грузинской диаспоры России) ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

რუსულ - ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა ჩრდილოთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში გაიმართა.

ტელეგრამ-ახის ცნობით, ბიზნესსაბჭოს დელეგაციის წევრები რუსეთ-საქართველოს საზღვარზე "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზეც იმყოფებოდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალაშოვი და რუსეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარე დავით ცეცხლაძე.
Print