გორში ოჯახურ ძალადობის ფაქტზე გამართლებულმა პირმა პროკურატურას 70
000 ლარი მოსთხოვა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც
ბრალდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.
გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემდეგ, ბრალდებული წინასწარი
პატიმრობიდან გათავისუფლდა.
მორალური ზიანის სახით, სახელმწიფოს მის მიმართ 5 ათასი ლარის გადახდა
დაეკისრა.
პროკურატურის ცნობით, მამაკაცს ბრალი ედებოდა ოჯახის წევრის მიმართ
სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში,
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ,
არაერთგზის.
სასამართლოს განმარტებით, მორალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა
ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი
გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური
დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო,
ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და
სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.