2023 წლის 14 ოქტომბერს ხაშურქალაქობა გაიმართება. ღონისძიებისთვის
74600 ლარი დაიხარჯება.
,,ხაშუქალაქობაზე'' შემოვა 6 ცხენოსანი მხედარი. ცერემონიალზე
დაასახელებენ ხაშურის ახალ 5 საპატიო მოქალაქეს. ასევე, დააჯილდოვებენ
18 სტუდენტს, რომლებმაც წელს 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.
გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ასევე კონცერტი.
ღონისძიებას დაესწრებიან დამეგრებული ქალაქების წარმომადგნლები,
კერძოდ, თანხმობა უკვე მიიღეს ლიეტუის, ლატვიისა და უკრაინის 12
წარმომადგენლისგან.
დღესასწაულის შემდეგ მათ წაიყვანენ და წრომის, სამწევრისისა და ძამის
ხეობის ტაძრებს დაათვალიერებინებენ.
15 ოქტომბერს კი სტუმრებს სურამში ლესიობის (ლესია უკრაინკას
საპატივსაცემოდ) დღესასწაულზე წაიყვანენ, შემდეგ ოფროუდის ჩემპიონატს
დაესწრებიან, რომელიც ხაშურში გაიმართება.
ფოტოზე: ხაშურქალაქობა - 2022 წელს (ტვ ივერია)