ახალი ამბები
ხაშურში ოფროუდის ჩემპიონატი გაიმართება
ხაშურში ოფროუდის ჩემპიონატი გაიმართება. ორგანიზატორია მერია.

ხაშურის კულტურის სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 15 ოქტომბერს.

ოფროუდის ჩემპიონატს დაესწრებიან ხაშურთან დამეგობრებული ევროპული ქალაქების მერების წარმომადგენლები.

ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა ლიეტუვას, ლატვიისა და პოლონეთის სხვადასხვა ქალაქების მერები 14 ოქტომბერს ,,ხაშურქალაქობის'' დღესასწაულზე მიიწვია. აღნიშნული ქვეყნებიდან 12 წარმომადგენელი ჩამოვა. ვიზიტის ფარგლებში, მათ ოფროუდის ჩემპიონატის დასათვალიერებლად წაიყვანენ.

კულტურის სამსახურის ცნობით, სტუმრები 15 ოქტომბერს ასევე დაათვალიერებენ წრომისა და ძამის ხეობის ტაძრებს. შემდეგ კი, ლესია უკრაინკასთვის მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრებიან სურამში.
Print