ახალი ამბები
ქარელში კორპუსის სახურავის სანიაღვრე მილი ცელოფნებით დალუქეს - წყალი ბინებში ჩადის
ქარელში, ყოფილი ,,საყოფაცხოვრებო შენობის'' ბოლო სართულზე არსებულ ბინებში წყალი ჩავიდა.

როგორც სახლის მეპატრონე აცხდებს, ცელოფნებით დალუქეს სანიაღვრე მილი. წვიმის დროს კი, წყალი ბინებში ჩადის.

სახლის მფლობელებმა იციან ვინც გააკეთა, ამიტომ, პოლიციას და შესაბამის ორგანოებს დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ყოფილი ,,საყოფაცხოვრებო შენობა'' ქალაქის ცენტრში დგას. კორპუსი განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში გარემონტდა. გარემონტებული იყო საკუთრივ ბინაც.

,,ვინც ეს ჩაიდინა, მოვიდეს და ზარალი აანაზღაუროს და შეარემონტოს დაზიანებული ჭერი. უსამართლობას ბოლო უნდა მოეღოს. ყველამ ყველაფერი იცის, მთავრობამაც და პოლიციამაც, მაგრამ ძუძუს გოჭებივით არიან გასუსულები. მალე ყველაფერი გამოააშკარავდება და კანონიერად მოგვარდება. არავის არაფერი შერცხვება, იმიტომ, რომ სირცხვილის გძნობა არ გააჩნიათ. ამ ქმედების ჩამდენი, უბრალოდ დამკვეთის მონაა და ლაქია! ყველა კარგად მიხვდება რისი ცელოფანიცაა!'' - აცხადებს ბინის მეპატრონე.

Print