შ.პ.ს. "გორმედს" ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების გარკვეულ
დონეებზე საქმიანობის უფლება ჩამოართვეს. ბრძანება სამედიცინო და
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2023 წელს 19
სექტემბერს გამოსცა.
,,შ.პ.ს "გორმედს უარი ეთქვას ქირურგიული მომსახურება (II-III
დონე); "რეანიმაციული მომსახურება" (ინტენსიური მკურნალობა/მოვლა
I-II-III დონე) - გაცემაზე.
ჩვენ მოვიძიეთ, თუ რას ნიშნავს ქირურგიული მომსახურება დონეების
მიხედვით, "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ
ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში
განმარტებულია თითოეული დონე.
ქირურგიული მომსახურება
დონეების მიხედვით:
I დონის ქირურგიული დახმარება - ზედაპირული ტრავმა და მცირე ზომის ღია
ჭრილობები, ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა,
მედიკამენტები.
II დონის ქირურგიული დახმარება - საშუალო ზომის ან ორი ან მეტი მცირე
ზომის ჭრილობა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა,
მედიკამენტები
III დონის ქირურგიული დახმარება - დიდი ზომის ჭრილობები ან
კომბინირებული ჭრილობები და /ან მყესთა დაზიანება, ჭრილობის
ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები
რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებას საშუალებას აძლევს
აღნიშნული ბრძანება ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს.