დღეს გორისა და კასპის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მანდატზე უარი თქვა
გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ამომრჩრველი ხმას ორ კანდიდატს - ქართული ოცნებიდან გიორგი სოსიაშვილს
და სოციალური სამართლიანიბისთვის წარმომადგენელს მამუკა ტუსკაძეს
აძლევს.
12 საათის მონაცმებით გორი-კასპის ოლქში 8 ათასამდე ამომრჩეველი
მივიდა უბნებზე და მონაწილრობა მიიღო ხმის მიცემის პტოცედურაში.
გორი-კასპის მაჟოტიტარულ ოლქში ჯამში 134 066 ამომრჩველია
რეგისტრურებული.
ოლქის საარჩევნო კომისია ცნობით, ამ დროისათვოს უბნებზე მშვიდი
ვითარებაა და არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
გორის მუნიციპალიტეტში 68 უბანი გაიხსნა დილით ზუსტად 8 საათზე,
კასპში კი - 39. უბნების გარკვეულ ნაწილზე ხმის მიცემა ელექტრონული
წესით მიმდინარეობს.