გორის ,,დილას'' ახალი მწვრთნელი არგენტინელი ევერ დემალდე
უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას
,,კრისტალსპორტი''
ავრცელებს.
ახალი მწვრთნელის დანიშვნის ფაქტი სპორტულ გამოცემას დემალდეს
წარმომადგენელმა საქართველოში ნიკო პატარქალაშვილმა დაუდასტურა. მისი
განცხადებით, ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ ფორმალურ საკითხებს
აგვარებენ.
ევერ დემალდე 36 წლისაა.
2021-2023 წლებში ის არგენტინაში ორი (მესამე და მეორე ლიგის)
გუნდების მთავარი მწვრთნელი იყო. ,,კრისტალსპორტის'' ცნობით, დემალდეს
წლევანდელ ზაფხულში ბათუმის ,,დინამოს'' მწვრთნელობა შესთავაზეს,
თუმცა აჭარის გუნდმა ანდრეი დემჩენკო არჩია, რომელიც ,,დილას''
მწვრთნელი იყო.
ანდრეი დემჩენკომ გორის ,,დილა'' 2023 წლის ზაფხულში დატოვა. ახალი
მწვრთნელის ჩამოსვლამდე ,,დილას'' მწვრთნელის მოვალეობას ირაკლი
მოდებაძე ასრულებს.
კრისტალბეთის ეროვნულ ლიგაზე გორის ,,დილა'' მეოთხე ადგილზეა. მესამე
ადგილოსან ,,საბურთალოს'' ერთი ქულით ჩამორჩება.
ფოტო: www.mendovoz.com