62 წლის აკაკი მასურაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო
ხვედურეთში ცხოვრობს. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირია.
სახლში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ეწვია, რომელიც
აკაკი მასურაშვილის მდგომარეობით თავადაცა გაოგნებული დარჩა.
,,ფაქტობრივად, არაფერი აქვს, ცხოვრობს ბეტონზე, საჭმელი, ტანსაცმელი,
ფეხსაცმელი (გამხდარი, საშუალო სიმაღლისაა), საწოლი, ლოგინი,
თეთრეული, კარადა, მობილურიც კი არ აქვს, პატარა ნოკია უნდა,
სენსორებიანს ვერ ვიხმარო, არის შრომისუუნარო, ფიზიკურად უჭირს შრომა.
ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების და აქვს მხოლოდ 70 ლარი
სოციალური პაკეტი (პენსია) და 50 ლარი საარსებო შემწეობა, ძალიან
ბევრი გაჭირვებული ოჯახი მინახავს, მაგრამ ამ კაცის მდგომარეობით
შეძრული ვარ'' - წერს ადამიანი, რომელმაც აკაკი მასურაშვილი
მოინახულა.
დღეს ქარელში, ყოფილი უნივერმაღის შენობაში მდებარე სუპერმარკეტში
განათავსეს ყუთი ,,ქარელის უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების
დასახმარებლად".
ერთ დღეში 152 ლარი შეგროვდა. როგორც საქველმოქმედო აქციის
ორგანიზატორი აღნიშნავს, ერთ-ერთმა ქარელელმა მამაკაცმა 50 ლარი
დაამატა. აკაკი მასურაშვილს შეუძინეს საკვები პროდუქტი.