,,გორის დღეები'' 8 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას
მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება.
,,გორის დღეებს'' ლუდის ფესტივალი გახსნის, ჭავჭავაძის გამზირზე,
თეატრის სკვერში.
აქ ასევე მოეწყობა მუზეუმების, საგანმანათლებლო დაწესებულებების
კუთხეები. იქვე ახლოს კი, - ადგილობრივი მეწარმეები პროდუქციისა და
ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება
მოეწყობა ასევე კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები - შემოდგომის
ნობათი; საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები; ტურისტული
კუთხე - "ჯიპ - ტური"
12:30 საათიდან პარალელურად დაიწყება კონცერტი ადგილობრივი
შემსრულებლების მონაწილეობით.
ბოლოს კი (19:00 – 23:00) გალა - კონცერტი დაასრულებს: შემსრულებლები
"ქიმერა", ადგილობრივი ბენდი, "მგზავრები"