დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში შესაძლოა ელექტროენერგიის ღირებულება
გაიზარდოს. ამის შესახებ ,,საფა-მედია'' წერს.
სააგენტოს ცნობით, ამ საშიშროების საფუძველი ,,Inter RAO''-ს
წარმომადგენლის ალექსანდრა პანინას განცხადება გახდა.
,,ინტერ - რაომ'' იმ მომხმარებლებს, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური
კავშირის ზონის გარეთ ცხოვრობენ და დენს რუსეთიდან იღებენ, 1
ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურება 7%-ით
გაუზარდა.
მედიის ცნობით, ,,ინტერ-რაოს'' სამიზნეა ჩინეთი, მონღოლეთი,
აზერბაიჯანი და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი.
,,თუ ისინი არ დათანხმდებიან, მაშინ "კომპანია იძულებული იქნება 1
ოქტომბრიდან შეამციროს მიწოდების მოცულობა ან მთლიანად შეწყვიტოს
მიწოდება".- ციტირებს ,,საფა მედია'' ალექსანდრა პანინას
განცხადებას.
,,საფა-მედიამ'' დაკავშირება სცადა ცხინვალში, ,,ენერგორესურსის''
წარმომადგენელთან იმის გასარკვევად, გაიზრდება თუ არა დენის ფასი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, თუმცა პასუხისმგებელმა პირებმა მედიას არ
უპასუხეს.
ცხინვალში მოქმედი ორგანიზაცია, სოციალურ-ეკონომიკური კვლევის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჯაბიევი აცხადებს, რომ
"საექსპორტო კომპანია Iნტერ ღAO-ს წინადადება ბევრ კითხვას
ბადებს.
მისი აზრით, ეს საკითხი რუსეთის ხელმძღვანელობასთან უნდა გადაწყდეს,
რათა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გამონაკლისი გახდეს.