,,მწვანე ტურები - საქართველო, ლაშა ჩხარტიშვილი და კომპანია''-ს
წარმომადგენლები შიდა ქართლში რთველის მასპინძელ ოჯახებსს ეძებენ.
ჯგუფი, რომელიც 20 ადამიანისგან შედგება, მასპინძელ ოჯახში დაახლოებით
საათნახევარი - ორი საათის განმავლობაში ყურძნის მოკრეფაში მიეხმარება
და ფოტოებს გადაიღებენ.
ვინც აღნიშნულ შეთავაზებას მიიღებს, იმ მასპინძელს 200 ლარს
გადაუხდიან. რთველში ტური შაბათ-კვირაობით იქნება შესაძლებელი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიწერონ ,,მწვანე ტურები - საქართველოს
ოფიციალურ გვერის მესენჯერში:
მწვანე ტურები -
საქართველო, ლაშა ჩხარტიშვილი და კომპანია