,,კასპობისთვის'' მერიის თანამშრომლები 100 კგ სამწვადე ხორცს
ბიუჯეტიდან ყიდულობენ.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კომპანია, რომელიც
,,კასპობის'' ორგანიზება დაევალება, ვალდებულია 100 კგ სამწვადე
ხორციც იყიდოს.
კასპის მერია სააკაძის მოედანზე ღონისძიების გამართვის მიზნით
დაახლოებით 35 ათას ლარს ხარჯავს. ამ თანხაში შედის სცენის გაფორმება,
16 სოფლის კუთხეების მოწყობა და 16-ვე სოფლიდან მერიისა და მათი
თანამშრომლების ტრანსპორტირება.
ასევე, ბავშვებისთვის ატრაქციონების მოწყობა, სპორტული აქტივობების
განხორციელება და კონცერტის ჩატარდება.
კასპობა წელს 21 ოქტომბერს იმართება.