2023 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გორის #8 სკოლის
პედაგოგი ნინო ფსუტური გახდა
გამარჯვებული დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე,
გამოაცხადეს.
ნინო ფსუტური ბიოლოგიის მასწავლებელია.
ეროვნული ჯილდოს ფინალში წელს
წარდგენილი იყვნენ ასევე:
ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპლაიტეტიდან, შპს „ბესიკ
ნიპარიშვილი“, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების
მასწავლებელი.
ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო
სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას
სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 15 ათასი ლარით დაჯილდოვდება.
მას ასევე შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის
გლობალური ჯილდოს კონკურსშიც.
ფულადი პრიზი – 5-5 ათასი ლარი გადაეცემათ ხუთეულში მოხვედრილ
პედაგოგებსაც. ხოლო ათეულის წევრი პედაგოგები 2-2 ათასი ლარით
დაჯილდოვნებიან.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა. პირველი ფინალისტი,
ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.
ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“ დააფუძნა და ის
მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის –
„The Global Teacher Prize“ ნაწილია.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგებმა, უკრაინელი
კოლეგების სოლიდარობის მიზნით ვიდეორგოლიც ჩაწერეს, სადაც ისინი
გმობენ რუსულ აგრესიას და უკრაინას მშვიდობას და გამარჯვებას
უსურვებენ.
ეროვნულ ჯილდოს ინავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და ილიას უნივერსიტეტი
უწევს ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე ჰყავს სხვა შემომწირველებიც.