გორის მესამე სკოლაში სახანძრო ეკიპაჟი გამოიძახეს.
შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც სკოლის
დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი აცხადებს:
"ქაღალდებს წაეკიდა ცეცხლი და ჩვენმა თანამშრომელმა მოახერხა
ცეცხლმაქრით ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ სახანძრო სამაშველო
სამსახური მაინც მოვიდა. საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშლილა"-აღნიშნა
ვახტანგ სუხიტაშვილმა