გორში, კვერნაკის დასახლებაში საფლავები გაძარცვეს. ერთ-ერთი
საფლავიდან წაღებულია ანგელოზის სკულპტურა და ლედ განათებები.
საფლავის ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთხი დღეა შეამჩნია, რომ იკარგება
ნივთები.
"დღისით მზისით მოხდა. ყოველდღე მოვდივართ ჩვენი 13 წლის შვილის
საფლავზე, დილით მოვედი, 1 საათით გავედი და სადღაც 11-12 საათის
შუალედში წაიღეს ლედ განათებები და ანგელოზის სკულპტურა", - აცხადებს
ერთ-ერთი დაზარალებული.
დღეს შემთხვევის ადგილზე პოლიციაც იყო გამოძახებული. მათ მეპატრონეებს
განუცხადეს, რომ აიღებენ ანაბეჭდებს და გამოძიებას დაიწყებენ.