დღეს, 7 ოქტომბერს, გორში ღვინის ფესტივალი იმართება.
ფესტივალი გორის თეატრის სკვერში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე
მიმდინარეობს.
დაიწყო ღვინის გამოფენა-გაყიდვა და შესაძლებელი იქნება ღვინის
დეგუსტაციაც.
კვების სივრცეში მზარეული მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს. მომზადდება
ფელამუში და ჩურჩხელა, საბავშვო სივრცეში კი ბავშვებს შეეძლებათ
ძერწვა, თიხის მოხატვა.
საღამოს 19:00-21:00 საათზე, დაგეგმილია კონცერტი, სადაც გმოვა
ანსამბლი „ჩვენებურები“ და ბენდი „New One“.
"ღვინის დღეები" 7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის
ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
განრიგი - გორში
• 14:00-21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
• 14:00-21:00 კვების სივრცე: მწვადი, ჩურჩხელა, თაფლი, ხინკლუკების
ჩიფსები, შემწვარი წაბლი, ელარჯის ბურთულები.
• 14:00-21:00 პურის ცხობა, ღვინის დაწურვა საწნახელში, ჩურჩხელების
ამოვლება.
• 14:00-21:00 შემეცნებითი და გასართობი აქტივობები: თიხის ჭურჭლის
ძერწვა, ღვინით ხატვა, ტილოზე ხატვა, ყვავილების გვირგვინების
დამზადება, ქართული ცეკვის შესწავლა.
• 19:00-21:00 კონცერტი: ანსამბლი „ჩვენებურები“; ბენდი „New
One“.