დღეს 8 ოქტომბერს გორში ,,გორი დღეს'' აღნიშნავენ.
სადღესასწაულო ღონისძიებები 12:00 საათიდან "ლუდის ფესტივალით"
დაიწყო.
თეატრის წინ მუნიციპალიტეტში მდებარე მუზეუმების, საგანმანათლებლო
დაწესებულებების კუთხეები მოეწყო.
ადგილობრივი მეწარმეები კი პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების
გამოფენა - გაყიდვას გამართავენ.
სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ კვების ობიექტებისა და სოფლების
კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები და
ატრაქციონები, ტურისტული კუთხე _ "ჯიპ - ტური".
პარალელურად 12:30 საათიდან დაიწყება კონცერტი ადგილობრივი
შემსრულებლების მონაწილეობით
,,გორის დღე'' 19:00 _ 23:00 დასრულდება გალა კონცერტით, სადაც
მონაწილეობას მიიღებს ბენდები: "ქიმერა", ადგილობრივი ბენდი "SOFT
WAVE" და"მგზავრები"