კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ეზოდან სამი ველოსიპედი
მოიპარეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. დაზარალებულია სასულიერო პირი -
ალექსანდრე.
როგორც ერთ-ერთი მოქალაქე წერს, სასულიერო პირის საცხოვრებელი ეზოდან
დაიკარგა დიდი ზომის ველოსიპედები - შავი, მწვანე და ყვითელზოლებიანი
ველოსიპედები.
იმ შემთხვევაში, თუ ნივთებს ვერ იპოვნიან, სასულიერო პირი მზადაა, რომ
მეორადი ველოსიპედები შეიძინოს.