75 წლის ასაკში გარდაიცვალა გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი კლარა
ელჩიბეგაშვილი.
იგი იყო ღირსების ორდენის მფლობელი სტუდენტი ახალგაზრდობის
აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ასევე ნაყოფიერი
სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
კლარა ელჩიბეგაშვილი 1968 წლიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის
გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში - გორის
უნივერსიტეტი) ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ - დოცენტად
მუშაობდა.
იყო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; პარალელურად იკავებდა
ფილოსოფიის კათედრის გამგის თანამდებობას;
2004-2005წწ. იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი (პირველი
პირის ხელმოწერის უფლებით), 2005-2006წწ. ასრულებდა რექტორის
მოვალეობას; 2005-2007წწ. გორის უნივერსიტეტის რექტორი;
დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; პროფესორი. არის ორი მონოგრაფიისა და
21 სამეცნიერო შრომის ავტორი.