გორის მერიამ 225 000 ლარი გამოყო იმისათვის, რომ 2024 წელს ქალაქი
ახალი ინსტალაციით და განახლებული ფერებით შეხვდეს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეიქმნა ესკიზი, რომლის მიხედვით
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი კონსტრუქცია დაიდგმება.
გორის მერია ასევე აპირებს, რომ ნაძვის ხის ტოტები 150 ნათურამ
გაანათოს. ნაძვის ხე დამშვენდება ოქროსფერი და ვერცხლისფერი 75
სათამაშოთი. დამატებული იქნება 150 სანათი - ,,ჯონჯოლი''