გორში ახალგაზრდა მსახიობები სასწავლო კურსს დრამის ლაბორატორიაში
(DramaLab) გადიან.
სასწავლო კურსს უძღვება მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე, რომელიც დრამის
ლაბორატორიის დამფუძნებელია.
მსახიობები ქასთინგის შედეგად შეირჩნენ. სასწავლო კურსი 15 ნოემბრამდე
გაგრძელდება.
,,დრამის ლაბორატორიაში'' ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური
შესაძლებლობა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა სკოლის,
სტილის, მიმართულების პროფესიონალებისგან.
კურსი შედგება ორი ძირითადი მიმართულებისგან - თეატრი და კინო.
,,ჩვენი გუნდის მეთოდოლოგია დაფუძნებულია გამოცდილებაზე დამყარებულ
სწავლებაზე, რომელიც თეორიულ, პრაქტიკულ, ექსპერიმენტულ მიმართულებას
აერთიანებს.'' - აღნიშნავენ დრამის ლაბორატორიაში.