18 ოქტომბერს ძამის ხეობაში ახალი ეკლესია გაიხსნა. გახსნას
რუსი-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე იობი ესწრებოდა.
ეკლესიასთან ერთად სასულიერო პირებისთვის რამდენიმე კელიაც აშენდა.
ახალი სალოცავი ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფლების: წიფლოვანისა და
ტყემლოვანის გზის გასწვრივ აშენდა.
ოფიციალურად, რუის-ურბნისის ეპარქიაში 300-ზე მეტი სასულიერო პირი
ცხოვრობს. მათგან უმრავლესობა - ძამის ხეობაში.