ახალი ამბები
ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე თემურ გელიტაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
საბერძნეთში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალი თემურ გელიტაშვილმა მოიპოვა.

იგი გორიდანაა და კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელია.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, გელიტაშვილმა ფინალურ შეხვედრაში უნგრეთის წარმომადგენელი ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი გაბორ ჰატრო 3-1 დაამარცხა.
Print